Tor-ბრაუზერი Android-ზე
Tor-ბრაუზერი Android-ზე ერთადერთი ოფიციალური მობილური ბრაუზერი, რომლის მხარდაჭერასა და შემუშავებასაც უზრუნველყოფს Tor-პროექტი.
იგი მსგავსია კომპიუტერის Tor-ბრაუზერისა, ოღონდ Android-მოწყობილობებისთვისაა.
მთავარი შესაძლებლობები Tor-ბრაუზერისა Android-ზე არის: საიტებზე თვალის დევნების შემცირება, ზედამხედველობისგან დაცვა, ბრაუზერის ამოცნობის არიდება და ცენზურისთვის გვერდის ავლა.
ჩამოტვირთვა და დაყენება
არსებობს Tor-ბრაუზერი Android-ზე და Tor-ბრაუზერი Android-ზე (alpha).
რიგითმა მომხმარებლებმა უნდა გადმოწერონ Tor-ბრაუზერი Android-ზე, ვინაიდან იგი მეტად მდგრადია და ნაკლები შეცდომა ახლავს.
Tor-ბრაუზერი Android-ზე ხელმისაწვდომია Play Store, F-Droid და Tor-პროექტის საიტზე.
სახიფათოა Tor-ბრაუზერის განსხვავებული წყაროებიდან ჩამოტვირთვა.
Google Play
Tor-ბრაუზერი Android-ზე შეგიძლიათ დააყენოთ Google Play Store-იდან.
F-Droid
Guardian Project გთავაზობთ გადმოწეროთ Tor-ბრაუზერი Android-ზე მათი F-Droid-საცავიდან.
თუ გირჩევნიათ პროგრამის სახით დააყენოთ F-Droid-იდან, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
დააყენეთ F-Droid-აპლიკაცია თქვენს Android-მოწყობილობაზე F-Droid-საიტიდან.
F-Droid-ის დაყენების შემდგომ გახსენით აპლიკაცია.
ქვედა მარჯვენა კუთხიდან, გახსენით „Settings“.
„My Apps“ არეში, გახსენით Repositories.
გადართეთ „Guardian Project Official Releases“ ჩართულზე.
შედეგად, F-Droid ჩამოტვირთავს აპლიკაციების ნაკრებს Guardian Project-ის საცავიდან (შენიშვნა: გარკვეულ ხანს შეიძლება გასტანოს).
შეეხეთ უკუსვლის ღილაკს ზედა მარცხენა კუთხეში.
გახსენით „Latest“ ქვედა მარცხენა კუთხეში.
გახსენით საძიებო გამადიდებელ შუშაზე შეხებით, ქვედა მარჯვენა მხარეს.
მონახეთ „Tor Browser for Android“.
გახსენით მოთხოვნილი შედეგი „The Tor Project-ით“ და დააყენეთ.
Tor-პროექტის საიტი
Tor-ბრაუზერი Android-ზე ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ apk ფაილის სახით Tor-პროექტის საიტიდან.
TOR-ბრაუზერის ANDROID-ზე პირველად გაშვება
When you run Tor Browser for the first time, you will see the option to connect directly to the Tor network, or to configure Tor Browser for your connection.
დაკავშირება
უმეტეს შემთხვევაში, „დაკავშირებაზე“ დაჭერა, საკმარისია Tor-ქსელთან მისაერთებლად დამატებითი გამართვის გარეშე.
Once tapped, a status bar will appear, indicating Tor's connection progress.
If you are on a relatively fast connection, but the progress bar gets stuck at a certain point, you might have to configure Tor Browser.
გამართვა
If you know that your connection is censored, you should tap on "Configure connection".
Navigate to the 'Connection' section of the Settings.
თუ იცით რომ ცენზურის ქვეშ ხართ ან სცადეთ დაკავშირება Tor-ქსელთან და ვერ მოხერხდა, ამასთან ვერც სხვა გადაწყვეტებმა უშველა, შეეხეთ „ხიდის გამართვას“.
You will then be taken to the 'Config Bridge' screen to configure a pluggable transport.
გვერდის ავლა
გადამცემი ხიდები წარმოადგენს Tor-გადამცემებს, რომლებიც არაა აღნუსხული საჯაროდ Tor-სიაში.
გადამცემი ხიდები გამოსადეგია Tor-ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სახელისუფლებო ან ზემდგომთა ზეწოლის ქვეშ და ესაჭიროებათ დამატებითი დაცვა, რადგან ფიქრობენ რომ შესაძლოა ამოიცნონ, Tor-გადამცემის საჯაროდ ცნობილ IP-მისამართთან დაკავშირებისას.
To use a pluggable transport, tap on ""Configure Connection" when starting Tor Browser for the first time.
Navigate to the 'Connection' section of the Settings and tap on 'Config Bridge' to configure a bridge.
მომდევნო ეკრანზე იქნება ასარჩევი, მოყოლილი ხიდი გამოიყენოთ თუ მითითებული.
Toggle "Use a Bridge" option, which will present three options: "obfs4", "meek-azure", and "snowflake".
თუ აირჩევთ „ნაცნობი ხიდის მითითებას“, შემდეგ უნდა შეიყვანოთ ხიდის მისამართი.
ვინაობის მართვა
ახალი ვინაობა
როცა Tor-ბრაუზერი გაშვებულია, იხილავთ თქვენი მოწყობილობის შეტყობინებების არეში ჩამოშლის შემდეგ, იქვე ექნება ღილაკი „ახალი ვინაობა“.
ამ ღილაკზე შეხებით მიიღებთ ახალ ვინაობას.
განსხვავებით Tor-ბრაუზერისგან კომპიუტერზე, ღილაკი „ახალი ვინაობა“ Android-ზე, ვერ გამიჯნავს თქვენს მომდევნო მოქმედებებს წინა მოქმედებებისგან.
მისი არჩევით, უბრალოდ Tor-წრედი შეიცვლება.
Note: New Identity feature is not working in latest versions of Tor Browser for Android. Bug #42589
უსაფრთხოების დონეები
Security levels disable certain web features that can be used to compromise your security and anonymity.
Tor-ბრაუზერი Android-ზეც გთავაზობთ უსაფრთხოების სამ დონეს, როგორც კომპიუტერზე.
შეგიძლიათ შეცვალოთ უსაფრთხოების დონე შემდეგი ნაბიჯებით:
- შეეხეთ შვეულ სამ წერტილს მისამართების ველში.
- Scroll down and tap on "Security Level".
- შეგიძლია არიჩიოთ, მაგ ჩვეულებრივი, დაცული და სრულიად დაცული.
განახლება
Tor Browser must be kept updated at all times.
If you continue to use an outdated version of the software, you may be vulnerable to serious security flaws that compromise your privacy and anonymity.
შეგიძლიათ Tor-ბრაუზერი განაახლოთ ავტომატურად ან ხელით.
Tor-ბრაუზერის Android-ზე ავტომატური განახლება
აქ იგულისხმება, რომ გაქვთ ან Google Play ან F-Droid დაყენებული თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.
Google Play
- გახსენით პროგრამა Google Play Store.
- ზემოთ, მარჯვნივ შეეხეთ პროფილის ნიშანს.
- შეეხეთ აპების მართვას 'Manage apps and devices'.
- შეეხეთ მართვის ჩანართს 'Manage'.
- შეეხეთ ხელმისაწვდომ განახლებებს 'Updates available'
- შეეხეთ Tor-ბრაუზერს Android-ზე განსაახლებელი აპების ჩამონათვალში.
- შეეხეთ განახლებას 'Update'.
F-Droid
შეეხეთ „Settings“, შემდეგ „Manage installed apps“.
მომდევნო ეკრანზე, აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და ბოლოს შეეხეთ „Update“.
Tor-ბრაუზერის Android-ზე ხელით განახლება
ეწვიეთ Tor-პროექტის საიტს და ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერის ბოლო გამოშვება, შემდეგ კი დააყენეთ ჩვეულებრისამებრ.
უმეტესად, უახელის ვერსიის Tor-ბრაუზერი გადაეწერება წინა ვერსიას, ამრიგად ბრაუზერი განახლდება.
თუ განახლება ვერ მოხერხდება, უნდა ამოშალოთ წინა Tor-ბრაუზერი ახლის დაყენებამდე.
დახურეთ Tor-ბრაუზერი და მოაცილეთ სისტემას თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან.
დამოკიდებულია თქვენი მობილურის გამომშვებზე, უმეტესად კი Settings > Apps გვერდზე, აირჩევთ Tor-ბრაუზერს და შეეხებით „Uninstall“. შემდგომ, ჩამოტვირთავთ უახლესი გამოშვების Tor-ბრაუზერს და დააყენებთ.
ამოშლა
Tor-ბრაუზერი Android-ზე შეიძლება ამოიშალოს პირდაპირ F-Droid, Google Play ან მოწყობილობის აპლიკაციების პარამეტრებიდან.
Google Play
- გახსენით პროგრამა Google Play Store.
- ზემოთ, მარჯვნივ შეეხეთ პროფილის ნიშანს.
- შეეხეთ აპების მართვას 'Manage apps and devices'.
- შეეხეთ მართვის ჩანართს 'Manage'.
- შეეხეთ Tor-ბრაუზერს Android-ზე მოწყობილობაზე დაყენებული აპების ჩამონათვალში.
- შეეხეთ ამოშლას 'Uninstall'.
F-Droid
შეეხეთ „Settings“, შემდეგ „Manage installed apps“.
მომდევნო ეკრანზე, აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და ბოლოს შეეხეთ „Uninstall“.
მობილურის აპლიკაციების პარამეტრები
დამოკიდებულია თქვენი მობილურის გამომშვებზე, უმეტესად კი Settings > Apps გვერდზე, აირჩევთ Tor-ბრაუზერს და შეეხებით „Uninstall“.
ხარვეზების მოგვარება
Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერები
Tor-ის ჩანაწერების სანახავად:
- Tap on the settings icon or "Configure connection" when on the "Connect to Tor" screen.
- Navigate to the "Connection" section of the Settings.
- Tap on "Tor Logs"
To copy the Tor logs to the clipboard, tap on the "Copy" button at the bottom of the screen.
ზოგიერთი გავრცელებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, იხილეთ მხარდაჭერის ფორუმზე.
ცნობილი ხარვეზები
ამ დროისთვის, არის გარკვეული ნაწილი შესაძლებლობების, რომელიც მიუწვდომელია Tor-ბრაუზერში Android-ზე, მაგრამ ხელმისაწვდომია Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე.
- არ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი Tor-წრედი. #41234
- Tor-ბრაუზერი Android-ზე არ დაუკავშირდება ქსელს, თუ SD-ბარათზე გადაიტანთ. #31814
- ვერ გადაიღებთ ეკრანის სურათებს, როცა იყენებთ Tor-ბრაუზერს Android-ზე. #27987
- ვერ ხერხდება იმ Onion-მისამართების გახსნა, რომლებიც საჭიროებს კლიენტის დამოწმებას. #31672
- 'New Identity' feature is not working on latest versions of Tor Browser for Android. #42589
დამატებით, Tor-ის შესახებ მობილურ მოწყობილობებზე
Orfox
Orfox პირველად გამოვიდა 2015 წელს Guardian Project-ის მიერ, Android-მომხმარებლებისთვის, Tor-ით სარგებლობის შესაძლებლობის მისაცემად.
მომდევნო სამ წელიწადში, Orfox მუდმივად ვითარდებოდა და გახდა გავრცელებული საშუალება, ინტერნეტის მოსანახულებლად პირადულობის დაცვით, ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, ამასთან Orfox იყო გადამწყვეტი იმ ხალხისთვის, ვისაც ესაჭიროებოდა ცენზურისთვის გვერდის ავლა, აკრძალულ საიტებთან ან მასალებთან წვდომისთვის.
2019 წელს, Orfox დაიხურა, მას შემდეგ რაც გამოვიდა ოფიციალური Tor-ბრაუზერი.
Orbot
Orbot არის უფასო პროქსი, რომელიც სხვა პროგრამებს აძლევს Tor-ქსელის გამოყენების საშუალებას.
Orbot იყენებს Tor-ს ინტერნეტკავშირის დასაშიფრად.
მისი მეშვეობით, შეგიძლიათ მობილურში დაყენებული სხვა პროგრამებით, თავი აარიდოთ ცენზურას ან თავი დაიცვათ მიყურადებისგან.
Orbot შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ Google Play-იდან.
იხილეთ ჩვვენი მხარდაჭერის გვერდი რომ გაიგოთ Tor-ბრაუზერი Android-ზე და Orbot ორივე გჭირდებათ, თუ მხოლოდ რომელიმე ერთი.
Tor-ბრაუზერი iOS-ზე
არაა ხელმისაწვდომი Tor-ბრაუზერი iOS-ზე.
ჩვენ გირჩევთ iOS-პროგრამას სახელწოდებით Onion Browser, რომელიც ღია წყაროსია, იყენებს Tor-კავშირს და შემუშავებულია იმ პიროვნების მიერ, რომლის საქმიანობაც მეტად ახლოსაა Tor-პროექტთან.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან Apple მოითხოვს, რომ iOS-ზე არსებული ბრაუზერებში აუცილებლად გამოიყენებოდეს Webkit, Onion-ბრაუზერი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების ისეთივე დონეს, როგორსაც Tor-ბრაუზერი.
იხილეთ ვრცლად Onion Browser-ის შესახებ.
ჩამოტვირთეთ Onion Browser App Store-იდან.
Tor-ბრაუზერი Windows Phone-ზე
ამჟამად, არ არსებობს რამე მხარდაჭერილი გზა Tor-ის ძველ Windows-ტელეფონებზე გასაშვებად, თუმცა Microsoft-ის მიერ გავრცელებულ ახალ ტელეფონებზე, იგივე ნაბიჯები გამოდგება, რომლებითაც შესაძლებელია Tor-ბრაუზერის Android-ზე დაყენება.